Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 1:54

[1] ახლა ნაკერპავებზე. ვიცით, რადგან ყველას გვაქვს ცოდნა. მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს.

[2] ვინც ფიქრობს, რომ რაიმე იცის, მან ჯერაც არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს.

[3] მაგრამ ვისაც ღმერთი უყვარს, იგი შეცნობილია მისგან.

[4] ამგვარად, ნაკერპავების საჭმელად გამოყენების შესახებ ვიცით, რომ კერპი არაფერია სოფელში და არ არსებობს ღმერთი, გარდა ერთისა.

[5] და თუ კიდევ არიან ეგრეთწოდებული ღმერთები ან ცაში, ან მიწაზე (რადგან არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი),

[6] ჩვენ კი ერთი მამა ღმერთი გვყავს, რომლისგანაც არის ყოველი და ჩვენ მისთვის ვართ, და ერთი უფალი იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყოველი და ჩვენც მის მიერ.

[7] თუმცა ყველას როდი აქვს ცოდნა. ზოგიერთები ჩვეულებით აქამდე ჭამენ კერპთაგან, როგორც ნაკერპავს და, ამრიგად, მათი დაუძლურებული სინდისი იბღალება.

[8] საჭმელი არ მიგაახლოვებთ ღმერთთან, ვინაიდან, თუ ვჭამთ, ვერაფერს ვიმატებთ, და თუ არ ვჭამთ, არაფერი გვაკლდება.

[9] მაგრამ გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის.

[10] ვინაიდან, თუ ვინმე დაგინახავს შენ, რომელსაც ცოდნა გაქვს, საკერპეში მჯდომარეს, განა მისი უძლური სინდისი არ განაწყობს მას ნაკერპავთა ჭამისთვის?

[11] და დაიღუპება შენი ცოდნის მეოხებით შენი უძლური ძმა, რომლისთვისაც მოკვდა ქრისტე.

[12] ამრიგად, შესცოდავთ რა ძმების მიმართ და დაჭრით მათ უძლურ სინდისს, ქრისტეს მიმართ შესცოდავთ.

[13] ამიტომ თუ საჭმელი აცდუნებს ჩემს ძმას, საუკუნოდ არ ვჭამ ხორცს, რათა არ დავაბრკოლო ჩემი ძმა.

პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ — Chapters