Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:12

[1] ეს მესამედ მოვდივარ თქვენთან. ორი მოწმის ან სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა.

[2] მე წინასწარ ვეუბნებოდი და ახლაც ვეუბნები, როგორც თქვენთან მეორედ ყოფნისას, ისე ახლაც – არყოფნისას, მათ, ვინც ადრე შესცოდა, და ყველა სხვას, რომ, თუ კვლავ მოვალ, არავის დავინდობ,

[3] რაკი თქვენ ეძებთ იმის მტკიცებას, ლაპარაკობს ჩემში თუ არა ქრისტე, რომელიც უძლური არ არის თქვენთვის, არამედ ძლიერია თქვენში.

[4] ვინაიდან, თუმცა უძლურებისგან იყო ჯვარცმული, მაგრამ ცოცხალია ღვთის ძალისგან. და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ვიცოცხლებთ მასთან ერთად ღვთის ძალისგან თქვენთვის.

[5] საკუთარი თავი გამოსცადეთ, თუ ხართ რწმენაში. საკუთარი თავი გამოარკვიეთ. ნუთუ არ იცნობთ საკუთარ თავს, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა და, მაშ, გამოცდას ვერ უძლებთ.

[6] მაგრამ ვიმედოვნებ, ჩვენზე კი გაიგებთ, რომ არა ვართ გამოუცდელნი.

[7] ვლოცულობთ ღვთისადმი, რომ არავითარი ბოროტება არ ჩაიდინოთ, არა იმისათვის, რომ ჩვენ გამოცდილნი გამოვჩნდეთ, არამედ რათა სიკეთეს აკეთებდეთ, ჩვენ კი თუნდაც გამოუცდელნი ვიყოთ.

[8] ვინაიდან არაფრის გაკეთება ძალგვიძს ჭეშმარიტების წინააღმდეგ, არამედ ჭეშმარიტებისათვის.

[9] რადგან გვიხარია, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი ძლიერნი. ამაზე ვლოცულობთ კიდეც, თქვენს სრულყოფაზე.

[10] ამიტომ ვწერ ამას შორიდან, რათა მოსვლისას არ მოვიქცე მკაცრად იმ ძალაუფლებისამებრ, რომელიც უფალმა მომცა აღსაშენებლად და არა დასანგრევად.

[11] მაშ, ძმებო, იხარეთ და განმტკიცდით, თავი ინუგეშეთ და იყავით ერთსულოვანნი, მშვიდობიანნი, და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება.

[12] მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოგიკითხავთ ყველა წმიდა.

[13] მადლი უფლისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და თანაზიარება სულიწმიდისა იყოს ყველასთან თქვენთან. ამინ.

პავლე მოციქულის მეორე წერილი კორინთელთა მიმართ — Chapters