[1] პავლე, სილოანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთში და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თვქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
[2] ვმადლობთ ღმერთს მარადის ყველა თქვენგანისათვის და გიხსენიებთ ჩვენს ლოცვებში.
[3] განუწყვეტლივ ვიხსენებთ თქვენი რწმენის საქმეს და სიყვარულის შრომას და ჩვენი უფლის იესო ქრისტესადმი, ჩვენი ღვთისა და მამის წინაშე, თქვენს იმედიან მოთმინებას,
[4] ვიცით რა თქვენი რჩეულება, ღვთის საყვარელნო ძმანო.
[5] რადგანაც ჩვენი სახარება თქვენდამი არ იყო მხოლოდ სიტყვით, არამედ აგრეთვე ძალით, სულიწმიდით და სრული დამაჯერებლობით, როგორც თქვენ თავადაც იცით, რანი ვიყავით თქვენს შორის თქვენთვის.
[6] თქვენ გახდით ჩვენი და უფლის მობაძავნი, რადგან დიდ გასაჭირში მიიღეთ სიტყვა სულიწმიდის სიხარულით.
[7] ისე, რომ გახდით ნიმუში ყველა მორწმუნისათვის მაკედონიასა და აქაიაში.
[8] ვინაიდან თქვენგან გაისმა უფლის სიტყვა არა მარტო მაკედონიასა და აქაიაში, არამედ ყოველ ადგილას მისწვდა თქვენი რწმენა ღვთისადმი ისე, რომ აღარაფერი გვაქვს სათქმელი.
[9] რადგან თვითონ ყვებიან ჩვენზე, როგორი შემოსვლა გვქონდა თქვენთან და როგორ შემობრუნდით კერპებისაგან ღვთისკენ, რათა ემსახუროთ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს,
[10] და ელოდოთ ზეციდან მის ძეს, რომელიც მკვდრეთით აღადგინა, იესოს, რომელიც მომავალი რისხვისაგან გვიხსნის ჩვენ.