Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:47

[1] თქვენს შორის ხუცესებს შევაგონებ მე, თანახუცესი, ქრისტეს ტანჯვის მოწმე და აგრეთვე თანაზიარი იმ დიდებისა, რომელიც გამოცხადდება.

[2] მწყემსეთ ღვთის სამწყსო, რომელიც თქვენს შორისაა, არა იძულებით, არამედ ნებით და ღვთისათვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებისათვის, არამედ გულმოდგინებით.

[3] ნუკი ეუფლებით ღვთის წილს, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსათვის.

[4] და როდესაც მწყემსმთავარი გამოჩნდება, მიიღებთ დიდების უჭკნობ გვირგვინს.

[5] ასევე, ახალგაზრდებო, დაემორჩილეთ ხუცესთ. დაემორჩილეთ ერთმანეთს, შეიმოსეთ თავმდაბლობა, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.

[6] მაშ, დამდაბლდით ღვთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა აგამაღლოთ მან თავის დროზე.

[7] თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.

[8] მღვიძარენი იყავითი, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძწრის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს.

[9] წინაღუდექით მას მტკიცე რწმენით და იცოდეთ, რომ მსგავსი სატანჯველი თქვენს საძმოსაც ხვდება სოფელში.

[10] ხოლო ღმერთი ყოველგვარი მადლისა, რომელმაც მოგვიწოდა თავისი სამუდამო დიდებისაკენ ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგამყარებთ.

[11] დიდება და ძალი მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

[12] სილოვანეს, როგორც ვფიქრობ, თქვენი ერთგული ძმის ხელით მოგწერეთ მცირე რამ თქვენს შესაგონებლად და დასამოწმებლად, რომ ღვთის ეს მადლი, რომელშიც დგახართ, ჭეშმარიტია.

[13] მოკითხვას გითვლიან ბაბილონში თანაარჩეული ეკლესია და მარკოზი, ჩემი შვილი.

[14] ერთმანეთი მოიკითხეთ სიყვარულის ამბორით. მშვიდობა თქვენდა ყველას, ვინც ქრისტეში ხართ. ამინ.

პეტრე მოციქულის პირველი წერილი — Chapters