Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 1:54

[1] შენ კი ილაპარაკე ის, რაც შეჰფერის საღ მოძღვრებას,

[2] რათა ბერიკაცები იყვნენ ფხიზელნი, ღირსეულნი, აზრიანნი, საღნი სარწმუნოებაში, სიყვარულში, მოთმინებაში.

[3] ასევე მოხუცი დედაკაცებიც – ქცევით ღირსეულნი, არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონანი, არამედ სიკეთის მასწავლებელნი,

[4] რათა ასწავლონ ყმაწვილქალებს, უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ შვილები,

[5] იყვნენ აზრიანნი, სუფთანი, ოჯახზე მზრუნველნი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.

[6] ჭაბუკებსაც შეაგონე, რომ თავშეკავებულნი იყვნენ.

[7] ყველაფერში გამოიჩინე თავი კეთილ საქმეთა მაგალითად: მოძღვრებაში – შეურყვნელობა, სიდინჯე,

[8] სიტყვა ნათელი, უკიცხველი, რათა მოწინააღმდეგეს შერცხვეს და ცუდი ვერაფერი თქვას ჩვენზე.

[9] მონები თავიანთ პატრონებს დაემორჩილონ ყველაფერში, აამონ, სიტყვას ნუ შეუბრუნებენ,

[10] არაფერი მოიპარონ, არამედ გამოიჩინონ სრული ერთგულება, რათა ყველაფრით შეამკონ ჩვენი მაცხოვარი ღვთის მოძღვრება.

[11] ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი, ყველა ადამიანის მხსნელი,

[12] ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღვთოება და ამქვეყნიური გულისთქმანი, და ვიცხოვროთ ამ საუკუნეში აზრიანად, სიმართლით და ღვთისმოსაობით.

[13] მოველოდეთ ნეტარ სასოებას და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გაცხადებას,

[14] რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისაგან და განეწმიდა თავისთვის რჩეული ხალხი, კეთილი საქმეების მოშურნე.

[15] ეს ელაპარაკე, შეაგონე და ამხილე მთელი ძალით. ნურც ნურვინ უგულებელგყოს შენ.

ტიტეს მიმართ — Chapters