Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 1:59

[1] უხუცესი – საყვარელ გაიოზს, რომელიც მიყვარს ჭეშმარიტებით.

[2] საყვარელო, ვლოცულობ, რომ კეთილი გზით გევლოს და ჯანმრთელად იყო, როგორც შენი სული დადის კეთილად.

[3] ვინაიდან ძალიან გავიხარე, როცა მოვიდნენ ძმები და დაამოწმეს შენი ჭეშმარიტება, თუ როგორ დადიხარ ჭეშმარიტებით.

[4] არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებით დადიან.

[5] საყვარელო, ერთგულად აკეთებ ყოველივეს, რასაც იქმ ძმებისათვის და უცხოთათვის,

[6] რომელთაც დაამოწმეს შენი სიყვარული ეკლესიის წინაშე. კარგს იზამ, თუ ღვთის წინაშე ღირსეულად გამოისტუმრებ.

[7] ვინაიდან მისი სახელის გულისათვის წავიდნენ და არაფერი აუღიათ წარმართთაგან.

[8] ამიტომ გვმართებს ასეთების მიღება, რათა ჭეშმარიტების თანამშრომელნი გავხდეთ.

[9] მე მივწერე ეკლესიას, მაგრამ მათში პირველობის მოყვარე დიოტრეფე არ გვღებულობს ჩვენ.

[10] ამიტომ, თუ მივალ, შევახსენებ თავის საქმეებს, რასაც ის აკეთებს, ბოროტ ხმებს რომ გვიყრის. და, თითქოს ეს არ კმაროდეს, ძმებსაც არ ღებულობს და მსურველებსაც უკრძალავს და სდევნის ეკლესიიდან.

[11] საყვარელო, ნუ ბაძავ ბოროტს, არამედ კეთილს მიბაძე. კეთილის მოქმედი ღვთისაგან არის, ბოროტის მოქმედს კი ღმერთი არ უხილავს.

[12] დემეტრეზე დაამოწმა ყველამ და თვით ჭეშმარიტებამაც. ჩვენც ვამოწმებთ და თავადაც იცი, რომ ჩვენი მოწმობა ჭეშმარიტია.

[13] ბევრი რამ მქონდა შენთვის მოსაწერი, მაგრამ არა მსურს მელნითა და კალმით მოგწერო.

[14] ვიმედოვნებ, რომ მალე გნახავ და პირისპირ ვისაუბრებთ.

[15] მშვიდობა შენდა! მოკითხვას გითვლიან მეგობრები. მოიკითხე მეგობრები სახელებით. ამინ.