Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:11

[1] უხუცესი – რჩეულ ქალბატონს და მის შვილებს, რომელნიც მიყვარს ჭეშმარიტებით, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვისაც კი შეუცვნია ჭეშმარიტება,

[2] ჭეშმარიტებისათვის, რომელიც მკვიდრობს ჩვენში და უკუნისამდე იქნება ჩვენთან.

[3] იყოს თქვენთან მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღვთისაგან და მამის ძის, უფალ იესო ქრისტესგან, ჭეშმარიტებითა და სიყვარულით.

[4] ძალიან გავიხარე, რომ ვპოვე შენს შვილებში ჭეშმარიტებით მავალნი, როგორც მამისაგან მივიღეთ მცნება.

[5] ახლა კი გთხოვ, ქალბატონო, არა როგორც ახალ მცნებას გწერდე, არამედ იმას, რაც გვაქვს დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი.

[6] სიყვარული კი ისაა, რომ ვიქცეოდეთ მის მცნებათა მიხედვით. ეს ის მცნებაა, რომელიც ისმინეთ დასაბამიდან, რათა მისებრ ვიდოდეთ.

[7] რადგან სოფელში შემოვიდა მრავალი მაცდური, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ესენი არიან მაცდურნი და ანტიქრისტე.

[8] თავს გაუფრთხილდით, რომ არ დაკარგოთ ის, რისთვისაც ვიღწვოდით, არამედ მივიღოთ სრული საზღაური.

[9] ყველას, ვინც განზე მიდის და არ მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, არა ჰყავს ღმერთი. ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს მამაც ჰყავს და ძეც.

[10] თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მოიკითხავთ მას.

[11] რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმეთა მოზიარეა.

[12] ბევრი რამ მაქვს თქვენთან მოსაწერი, მაგრამ არა მსურს ქაღალდითა და მელნით, რადგან ვიმედოვნებ თქვენთან მოსვლას და პირისპირ ლაპარაკს, რათა სრული იყოს ჩვენი სიხარული.

[13] მოგიკითხავენ შენი დისწულები რჩეულნი. ამინ.

იოანე მოციქულის მეორე წერილი — Chapters