ძველი მეგობრები, ახალი მეგობრები, მეგობრები, რომლებიც ოდესღაც ძალიან ახლობლები იყვნენ, მაგრამ დღეს მხოლოდ მოგონებები გვაკავშირებს… როგორ იცვლება მეგობრობა ასაკთან ერთად? ყველა მეგობრობა მთელი ცხოვრება გრძელდება? შეიძლება თუ არა ახალი, ახლო მეგობრების შეძენა მაშინ, როცა უკვე ზრდასრული ხარ? და საერთოდ, როდის ვიზრდებით მართლა? ასაკი გვხდის ზრდასრულებს თუ ის გამოცდილებები, შეცდომები და ურთიერთობები, რომლებიც გავიარეთ?
ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ მეგობრობაზე, სიყვარულზე, ასაკზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გვხვდებიან — ან გვტოვებენ. ცოტა Sex and the City, ცოტა გადაფასებები და წიგნები, რომლებმაც ამ ყველაფერზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა: Alison Espach-ის The Adults, Caroline O’Donoghue-ს The Rachel Incident და Zadie Smith, White Teeth.