Make a wish ✨ 31 დეკემბრამდე მოსასმენი. NY special 🎉
26 December 2025

Make a wish ✨ 31 დეკემბრამდე მოსასმენი. NY special 🎉

პრინციპში ყველაფერზე

About

ამ ეპიზოდის პირველ ნაწილში შევაჯამეთ 2025 წლის ველნესის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ყველაზე გავრცელებული ტრენდები. თუ წინა ეპიზოდებისთვის არ გისმენიათ, გაგიმართლათ - ლიკა მთელი 20 წუთი ამაზე ლაპარაკობს :)


მეორე ნაწილში კი ნინი გვიყვება სტრესის და დაძაბულობის გარეშე წელის “გაცილებაზე” და ახალი წლის შეგებებაზე.


ასევე, ახალი წლის ღამის რიტუალებზე, სურვილებზე, როგორ უნდა “დავხუროთ” წინა წელი, როგორ დავისახოთ ახალი მიზნები სტრესის გარეშე, როგორ ჩავიფიქროთ სურვილები, ისე რომ რეალურად აგვისრულდეს და როგორ დავემშვიდობოთ წინა წელს.


იცოდით ნაძვის ხის ტრადიცია საიდან მოდის?


გჯერათ აფირმაციების და მანიფესტაციების მეშვეობით სურვილების ახდენის ?


მოკლედ, ეს ეპიზოდი მათთვის არის ვისაც ახალი წლის ღამეს სასწაულების სჯერა და მათთვისაც ვისაც არ სჯერა.


გილოცავთ ახალ წელს და შობას !


ლიკა და ნინი